ზალკალიანი ჩინეთს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე  წერს:

„გვინდა იცოდეთ, რომ საქართველო თქვენთან ერთად დგას და გამოვთქვამთ მზაობას ერთად ვიმუშაოთ მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ახლა მხარდაჭერისა და სოლიდარობის დროა“,-წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259 ადამიანამდე გაიზარდა.