მკვლელობა ბოლნისში

ბოლნისში მკვლელობა მოხდა. 70 წლის კაცი, რომელსაც ჭრილობა სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული, ადგილობრივებმა ღობესთან იპოვეს. პოლიციამ ბრალდებული დააკავა.

ისიც ბოლნისის მცხოვრებია. მეზობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.