ლუკაშენკომ ამერიკა აიძულა, პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს

მაშინ, როდესაც საქართველოს ამერიკელი კონგრესმენები ლანძღავენ და ამცირებენ, რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე – ბელარუსის რესპუბლიკა, ახალ დიპლომატიურ წარმატებებს აღწევს. დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მინსკში მიიღო.

ამერიკელი ნეოკოლონიალისტები ცდილობენ, გამოიყენონ რუსეთსა და ბელარუსს შორის წარმოშობილი ეკონომიკური ხასიათის უთანხმოებები (ნავთობის ფასის გამო) და თავად გახდნენ მნიშვნელოვანნი დამოუკიდებელი ბელარუსისთვის. პომპეომ მინსკში განაცხადა, რომ ამერიკელი “ენერგორესურსების მწარმოებლები მზად არიან, თქვენი ქვეყანა ასი პროცენტით მოამარაგონ, კონკურენტუნარიანი ფასებით”.

ამასთან, პომპეო აღიარებს, რომ ბელარუსის სუვერენიტეტი და რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობა ხელშეუხებელია. კერძოდ, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს, აიძულოს ბელარუსი, გააკეთოს არჩევანი ამერიკასა და რუსეთს შორის. ამასთან, ვაშინგტონი ყველა ღონეს იხმარს ინვესტიციების განსახორციელებლად, რათა რესპუბლიკამ თავისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა გაამყაროს. “როგორც მესმის, ეს ის არის, რაც თქვენ გნებავთ” – აღნიშნა პომპეომ.

ლუკაშენკომ, თავის მხრივ, პომპეოსადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ პომპეო არის თანამედროვე ამერიკული პოლიტიკის არქიტექტორი.