მოძალადე ხელისუფლებავ, “იყოჩაღეთ და ერევით” რიონის ხეობაში მცხოვრებ იმერლებს-ლეჩხუმლებს და რაჭველებს?! სოციალურ
პანკისის ხეობის ქისტებთან, ასე რატომ ვერ “იყოჩაღეთ”?! რა გინდათ, რომ ქართველებმაც, როგორც ქისტებმა პანკისის ხეობიდან, ისევე გამოგაბუნძულონ რიონის ხეობიდან?! თუ ჭკუაზე არ მოხვალთ, ეგრე მოხდება, გადაყვება თქვენი ანტიეროვნული ხელისუფლება ნამოხვანის ეპოპეას!!
ქართულო ოპოზიციავ, თქვე ჩასაფრებულო ტურებო, მხოლოდ ძალაუფლება რომ გწადიათ, ქვეყანა და ხალხი კი ფეხებზე გკიდიათ, რატომ ხართ დადუმებულნი, რატომ არ იღებთ ხმას?!
ქართულო საზოგადოებავ, “ცნობადო სახეებო”, სასულიერო პირებო, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამყაროს გამოჩენილო წარმომადგენლებო, სხვადასხვა ომების ვეტერანებო, ქართველო სტუდენტებო, რატომ სდუმხართ, რატომ არ დგახართ ქართველი
ხალხის გვერდით, რომელიც 5 თვეზე მეტია, ღია ცის ქვეშ რიონის ხეობას იცავს, რომლებსაც გამყიდველი ხელისუფლება პოლიციით და სპეცნაზით უპირისპირდება, ფიზიკურად სჯაბნის მათ და საკუთარ სახლებში არ უშვებს!!! რატომ გაქვთ პირში წყალი ჩაგუბებული, რამ დაგაშინათ ასე, არა გრცხვენიათ საკუთარი კონფორმიზის და უსუსურობის???!!!
ჯუმბერ კირვალიძე; სოციალური ქსელი