ბელარუსში ევრონიუსის ნაცვლად მაუწყებლობა რუსეთის ტელეპროგრამა “პობედამ” დაიწყო

ბელარუსის ხელისუფლებამ აკრძალა ევროპული საინფორმაციო ტელეარხის, ევრონიუსის მაუწყებლობა ქვეყანაში.

ევრო

ინფორმაციის სამინისტრო 12 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში ამბობს, რომ ვადა გაუვიდა უფლებას, რომელიც ბელარუსში მაუწყებლობისთვის მიეცა ევრონიუსს – ევროპის 24-საათიან ტელეარხს, რომელიც მსოფლიოს ახალ ამბებს 12 ენაზე, მათ შორის რუსულად გადასცემს.

სამინისტრო დასძენს, რომ ევრონიუსის ნაცვლად მაუყებლობა დაიწყო რუსეთის გადაცემა “პობედამ”, რომელიც ეძღვნება მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის და მისი მოკავშირეების გამარჯვებას ნაცისტურ გერმანიაზე.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს სამინისტროს პრესმდივნის სიტყვებს, რომ ევრონიუსის ლიცენზიის არგანახლების მიზეზი იყო რეკლამების ინგლისურ ენაზე გადაცემა, რუსულის ან ბელარუსულის ნაცვლად.