მილიარდნახევრიან ინდოეთში ნებადართული გახდა რუსული Sputnik V-ის ვაქცინის გამოყენება

ინდოეთის მარეგულირებელმა უწყებამ ნება დართო ფარმაცევტულ კომპანია Dr Reddy’s Laboratories, რათა საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე დაიწყოს რუსული წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის Sputnik -ის გამოყენება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა ვაქცინის მწვავე უკმარისობას განიცდის.

Sputnik V-ის დისტრიბუტორი სახელმწიფო კომპანია, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ცნობით, ინდოეთთან გაფორმებული კონტრაქტის ჩათვლით, ამჟამად რუსულ ვაქცინას გამოიყენებს მსოფლიოს მოსახლეობის 40%, ანუ დაახლოებით 3 მილიარდი ადამიანი.

1,3 მილიარდიან ინდოეთში ამჟამად გამოიყენება ორი ვაქცინა: სამამულო წარმოების „კოვაქსინი“ და ოქსფორდ/ასტრაზენეკას ადგილზე დამზადებული ვარიანტი – „კოვიშილდი“. რუსული წარმოების Sputnik V-ი იქნება მესამე ვაქცინა, რომელსაც ინდოეთი გამოიყენებს მოსახლოების იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში.

ამასთან, რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ცნობით, მას გაფორმებული აქვს შეთანხება 5 ინდურ ფარმაცევტულ კომპანიასთან წელიწადში Sputnik V ვაქცინის 850 მილიონი დოზის წარმოებისა და მსოფლიოში გავრცელების თაობაზე.

კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის სატატისტიკით ინდოეთი უსწრებს ბრაზილიას. ეპიდემიის მეორე ტალღის გამო ინდოეთში უკვე იწურება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგები. მათ შორის მაჰარაშტრის შტატში, სადაც ინდოეთის ფინანსური დედაქალაქი, მუმბაი მდებარეობს.