ბერი პაისის წინასწარმეტყველება: წადით სოფელში, ნუ მიატოვებთ მამაპაპისეულ კერას, მალე გამოგადგებათ

მომრავლებული კატასტროფები, გლობალური დათბობა, მომაკვდინებელი ვირუსები, საზარელი დანაშაულებები – სასულიერო პირების და საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მეორე მოსვლას მოასწავლებს.

როგორ მოვიქცეთ უკანასკნელი ჟამისასო – ჰკითხეს ერთხელ ბერ პაისს. მან კი უპასუხა:

„წადით მთაში, სოფელში, გქონდეთ პატარა ბოსტანი, გყავდეთ ძროხა, თხები, ქათმები, სოფლის მეურნეობა გქონდეთ და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსო…

მალე დაედება ფასი სოფელს, მგონი დროცაა ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის.

ნუ მიატოვებთ და უპატრონობით ნუ დაანგრევთ მამაპაპისეულ კერას. ალბათ, იმაზე მალე გამოგადგებათ, ვიდრე გგონიათ“.