ნათია თურნავა – ეკონომიკა ცოცხლდება და ვითარდება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება და ვითარდება.

მისივე განცხადებით, მარტში ქვეყანაში ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულად გაზრდილია.

“ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით – საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის” – განაცხადა ნათია თურნავამ.

წყარო: ptn.ge