ოპოზიციონერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისს განმუხტავს. ამის შესახებ გიგი უგულავამ ნიკა მელიას პროცესის დაწყებამდე განცხადა.
“ნიკა მელიას დაკავება არ ყოფილა სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს მაშინვე პოლიტიკური იყო. შესაბამისად, გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მითუმეტეს, როდესაც სამართლებრივი საფუძველი ამას არ აქვს.
“ქართული ოცნების“ იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს, მაგრამ ჯანსაღი აზრის ფარგლებში მინდა დავიტოვო იმედი, რომ მათში ჯანსაღი აზრის ნაპერწკალი გაიმარჯვებს. სულ მცირე, გამოჩნდება ის ფარისევლობა, რომელსაც ორი თვეა კულტივირებს საქართველოს პროკურატურა, ვხედავთ უსირცხვილო განცხადებებს, თითქოს თავისუფლების გასაღები მელიას ხელშია. იმედი მაქვს, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს და ნიკა საპატიმროს დატოვებს. სრულიად ცალსახაა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მელია ბრუტალურად დააპატიმრა. მთავრობას ეს ესმოდა აქამდეც, თუმცა ამ ნაბიჯებს არ დგამდა” – აღნიშნა გიგი უგულავამ.
წყარო: bm.ge