“ერდოღანმა იპრუტუნა ყირიმთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი იმპერიული ზრახვები”

ალიევმა ნაცისტების ჟესტი გაიმეორა – მოკლული სომხების ქუდები გამოფინა საჯაროდ. იქით ერდოღანმა იპრუტუნა ყირიმთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი იმპერიული ზრახვები.

გული წყდება ერდოგანს ყირიმზე, რომელიც უდიდესი სისხლის ფასად ძლივს გამოგლიჯა რუსეთმა ხელიდან.
ისეთი ამბავი ატყდება კავკასიაში, რომ დედა შვილს ვერ აიყვანს. სულ ვამბობ, მოჩვენებითია დათვის და მგლის მეგობრობა. მათ შორის აქამდე მომხდარი ომიც ამას ამბობს და მე 13 ომი ფატალურად დასრულდება ბევრისთვის.
ერთი სული აქვს პუტინს რომ ომში შეითრიოს იმპერიის აღდგენის მოსურნე ერდოგანი თუმცა ჯერ თავის ჭკუაზე აკეთებიებს ყველაფერს – გაზსადენით დაწყებული, ბირთვული რეაქტორით დამთავრებული. ერდოგანიც ჯერ ვერ ბედავს გეზის მეორედ შეცვლას, ვერ ელევა სულთანის პოსტს.
თუმცა ჯერ უკრაინის ომი ახლოვდება – ბოლომდე აგულიანებენ ზელენსკის. სხვათაშორის ამერიკული სტელსები გამოჩნდნენ უკრაინაში.
უკრაინის მერე უკვე საქართველოსკენ გამოიხედავენ!
დღითი დღე ვრწმუნდები, რომ ნამოხვანის თემასაც სამხედრო თემა უდევს საფუძვლად. აი კარგად დაიმახსოვრეთ ეს, მითუმეტეს ყარსის ხელშეკრულებსაც მალე გადახედავენ.

დიტო ბიძინაშვილი; სოციალური ქსელი