პუბლიცისტი, ედიშერ ოდიშარია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ჩემი თაყვანისცემა ლაშა ტალახაძეს, ისევ ეგ თუ გაგვახარებს და ნათლად გაიელვებს საქართველოს მოქუფულ ცაზე.
მოსკოვში აჟღერებული ქართული ჰიმნის მიუხედავად, მისი დიდებული გამარჯვება, მსოფლიოს ყველა ძალოსანზე გამარჯვებაა და არა საქართველოს რუსეთზე გამარჯვება.
მას შემდეგ რაც გამსახურდია ელცინს შეხვდა და ,,სამხრეთ ოსეთი” გაუქმდა, საქართველოს რუსეთზე არასდროს გაუმარჯვია.
თუ გონს არ მოვუხმეთ, თუ არ დავირაზმეთ, რუსეთზე გამარჯვებას ვერც მძლეთამძლე გმირი ტალახაძე და ვერც მძლეთამძლე მეგობარი ამერიკა ვერ მოგვაპოვებინებს!
ჰოდა, გეყოთ ,,ორთქლის გამოშვება” და გულის ფხანა – ,,ფხანა ქეცმა იცისო”- ბრძანა ილიამ!