Pfizer-ი განცხადებას ავრცელებს

კომპანია Pfizer–მა ვერ აღმოაჩინა თრომბოემბოლიური გართულებების მტკიცებულებები BioNTech–თან ერთობლივად შემუშავებული პრეპარატით ვაქცინაციის შემდეგ, რის შესახებაც კომპანიამ საკუთარ Twitter–აკაუნტზე დაწერა.

​„მსოფლიოში 200 მილიონი დოზის გავრცელების შემდეგ Pfizer–მა ვაქცინა Pfizer/BioNTech BNT162b2–ის უსაფრთხოების მიმდინარე მაჩვენებლების ვრცელი შეფასება ჩაატარა და ვერ აღმოაჩინა იმის მტკიცებულებები, რომ არტერიული თუ ვენოზური თრომბოემბოლიური გართულებები — თრომბოციტოპენიით თუ მის გარეშე, ჩვენი ვაქცინის გამოყენების რისკებთან ასოცირდება“, — ნათქვამია Pfizer–ის განცხადებაში.

კომპანიის განმარტებით, მათ ვაქცინაციის შემდგომი გვერდითი ეფექტების შესახებ ყველა ის მონაცემი გააანალიზეს, რომელიც 2021 წლის 27 მარტამდე ჰქონდათ მიღებული.

“სპუტნიკი”