ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ მორიგი რეკორდი დაამყარა. ერთი ბიტკოინის ღირებულება 62 ათას დოლარამდე გაიზარდა.
ექსპერტების აზრით, ბიტკოინის რეკორდული გაძვირება NASDAQ-ის ბირჟაზე, კრიპტობირჟა Coinbase-ს აქციებით ვაჭრობის დაწყებამ განაპირობა.
ამასთან ექსპერტები აცხადებენ, რომ კრიპტოვალუტა, კერძოდ ბიტკოინი, ინვესტიციებისა და გადახდების ინსტრუმენტად სულ უფრო ხშირად გამოიყენება. 60 ათასიან ზღვარს ბიტკოინმა მარტში გადააბიჯა, როცა კომპანია „ტესლამ“ და მისმა მფლობელმა ილონ მასკმა 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შეძენის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია ახლო მომავალში „ტესლას“ პროდუქტი ბიტკოინებზეც გაიყიდოს.
მანამდე ბოიტკოინის ფასი $59 ათასს შეადგენდა.
26 თებერვალს Bitcoin-ის ღირებულება 12%-ით შემცირდა.
22 თებერვალს ბიტკოინმა რეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა. CoinMarketCap-ის რეიტინგის თანახმად, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი ბოლო 24 საათში 7,8%-ით გაიზარდა და 56 000 დოლარს გადააჭარბა, რაც ისტორიულ მაქსიმუმად შეიძლება ჩაითვალოს.
50 000 დოლარიან ნიშნულს ბიტკოინმა 16 თებერვალს გადააჭარბა.
2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.
ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა. 2020 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 12 წლის გახდა.