სააკაშვილი: ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ თავისუფლად

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დღევანდელ სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ თავისუფლად და მისი ჩამსმელები სად იქნებიან, მალე შეიტყობთ“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.