“პოსტკონფლიქტური სიტუაცია ძალიან ფაქიზია. ზავი ნარჩუნდება, მაგრამ არის კიდევ უამრავი საკითხი, რომლებიც კონფლიქტის შემდეგ გადაჭრას საჭიროებს“ – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი მზად არის სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს ყარაბაღთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ ხედავს საპასუხო ნაბიჯებს ერევნის მხრიდან.
“მე უკვე ვთქვი, რომ მზად ვართ სამშვიდობო შეთნხმებას ხელი მოვაწეროთ, მაგრამ სომხეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, პირიქით, სომხეთის პრემიერ – მინისტრისგან ისმის აგრესიული განცხადებები. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საუბრები აზერბაიჯანოფობიურია და თურქოფობიურია“ – განაცხადა ალიევმა.
წყარო: newposts.ge