ვითომ ძალიან მდიდარი და ყოვლისშემძლე ვარ, მაგრამ ფაქტები არსად ჩანს – ეკა ბესელია

„არაფერი მაქვს დასამალი. სულ ცდილობენ, რაღაცეები მოიგონონ, მესმის ჭორები, ვითომ ძალიან მდიდარი და ყოვლისშემძლე ვარ, მაგრამ ფაქტები არსად ჩანს“, – ამბობს “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში დეპუტატი ეკა ბესელია.

 

„ამას წინათ სალონში მითხრეს, რომ ავტობუსების პარკის მფლობელი ვყოფილვარ და თურმე „2 ნაბიჯიც“ ჩემი ყოფილა, არადა ერთხელაც კი არ შევსულვარ. რაც მაქვს ყველაფერი ჩავწერე დეკალარციაში. თავიდან ვნერვიულობდი ამ ჭორების გამო, მაგრამ იმდენი ცილისწამება და ტყუილი მოვისმინე, დღეს რეაქცია აღარ მაქვს. თუ საჯარო მოხელემ უკანონობა ჩაიდინა, მას ბრძოლისა და პროტესტის ძალა აღარ ექნებოდა, მე კი არაფერი მეტყობა იმის, რამე მაშინებდეს. ეს ყველაფერი სიმართლე რომ იყოს, გავჩუმდები და წავალ პოლიტიკიდან ისევე, როგორც ბევრი ჩემი კოლეგა. უფრო მეტ კომფორტშიც კი ვიქნებოდი.

ბევრჯერ მქონდა შანსი, გავმხდარიყავი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ყოველ ჯერზე უარი ვთქვი… ადვოკატობას არ ვგულისხმობ. არჩევანი სულ მქონდა, მაგრამ ეს მოითხოვდა მცირე კომპრომისს და ამას არ დავუშვებდი – პრინციპებს არასდროს გადავაბიჯებ, მირჩევნია, მშვიდად ვიცხოვრო“

წყარო: კვირის პალიტრა