ნატო არის პირდაპირი პასუხისმგებელი კიევის ფაქტობრივი წახალისებისთვის დონბასის საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტაზე- ლავროვის მოადგილე

დასავლეთი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდოს, შეასრულოს ვალდებულებები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, რის გამოც ნატო არის პირდაპირი პასუხისმგებელი კიევის ფაქტობრივი წახალისებისთვის დონბასის საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტაზე. ამის შესახებ „ტასს“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ განუცხადა.

„დასავლეთი იმის გამო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავს გეოპოლიტიკური სათვალით, არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ კიევის ხელისუფლებას დაუბრუნონ რეალობის შეგრძნება, მოუწოდონ მათ ბოლოს და ბოლოს შეასრულონ ის, რაც ჩაწერილია გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებში. ამავდროულად, ნატო პირდაპირ არის პასუხისმგებელი ვითარების გაუარესებაში და ფაქტობრივად, კიევის წახალისებაში კონფლიქტის საომარი სცენარით დარეგულირების საკითხზე. არც მეტი და არც ნაკლები“ , – განაცხადა გრუშკომ.

მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვი დააკვირდა ბევრ ნიშანს იმისა, რომ კიევს დონბასში ვითარების ესკალაცია სურს.

„ნიშნები ძალიან ბევრი იყო. გახშირდა დაცხრილვა. კიევი ამაზე პირდაპირ აგებს პასუხს. ვითარება ასახულია ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის დასკვნაში. ვხედავთ ჯარების კონცენტრაციას შეხების ხაზზე, მძიმე შეიარაღების გაჩენას იქ, სადაც ისინი მინსკის შეთანხმების მიხედვით, არ უნდა იყვნენ“ , – განაცხადა გრუშკომ.