რობერტ სტურუამ ეპოქა შექმნა! ასეთი ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან და ნუ შეაძულებთ საქართველოში დაბადებას!- ირმა ბეგლარიშვილი

გუშინ შემთხვევით შვესწარი რობერტ სტურუას კედელზე რა დღეში იყვნენ, ვითომ “ქალები.”

თვალი გადავავავლე…ბოლომდე ვერც ჩავიკითხე ჯოგად ნაქცევი ქალების შეტევას და…დიდხანს ვფიქრობდი გაოგნებული.
ადამიანმა, რომც არ იცოდე ვინაა რობერტ სტურუა, პატივი უნდა სცე მის ასაკს, მის დამსაუხრებას…
ეს ადამიანი კაცი ლეგენდაა…
სხვა ქვეყანაში დიდების კვარცხლბეკზე შესვამდნენ.. .ჩვენთან კი, რატომღაც დიდ ადამიანებს მხოლოდ ტალახის გუნდებს უმიზნებენ. ისე მოსთხრიან, მიწასთან გაასწორებენ, თითქოს ვიღაც უსახური, სახედაკარგული იყოს.
ეს ის შემთხვევაა, როცა ვერანაირად ვერ დავდგები ქალის მხარეზე.
მე ძალადობა ქალების მხრიდან დავინახე!
დიახ! ფსიქოლოგიური ძალადობა. მაგრამ არამგონია ამ ჭილყვავებმა რამე დააკლონ მის სახელს , ან მის დამსახურებას.
როგორ შემძულდა საკუთარი თავი ჩემი უძლურობის გამო. არ დამთავრებულა მიშას მიერ დაწყებული რეპრესიები…ისევ გრძელდება…გრძელდება მიზანდასახულად, ადამიანის გასანადგურებლად.
ამისთვის მიზეზი უნდოდათ და ბესო ზანგური გამოიყენეს განტევების ვაცად…
ელიზაბეტ ტეილორს რვა ქმარი ჰყავდა, მაგრამ ის ამისთვის არავის განუკითხია. ბესოს თუ სამჯერ არ გაუმართლდა, ესეც მისი უიღბლობის ამბავია.
როცა ბესო ზანგურის წერილებს ვკითხულობდი,დედაზე… ხმამაღლა ვტიროდი.
კაცი ყველაფერს აკეთებდა, რომ დედისთვის სიცოცხლე ეჩუქებინა. მან შეუძლებელი შეძლო…
და მისთვის რომ დედა ხატებაა…არამგონია, საკუთარი შვილის დედის მიმართ ყოფილიყო შეუბრალებელი.
სულ რომ მართალი იყოს ეს ცემა-ტყეპა, არ მესმის…თუ გცემდა, გირტყავდა…სად იყავი ეს 11 წელი?
სხვათაშორის “მოძალადე ქმრებს” თერთეტი წლის წინაც სჯიდნენ.
ამიტომ არ მჯერა, ვითომდა ამ დაჩაგრული ქალების. რომლებიც შურისძიებისათვის ყველაფერზე წამსვლელები არიან.
რაც შეეხება “ნაცემ ყოფილს” სულ რომ მართალი ყოფილიყო…თნდაც საკუთარი შვილის გამო გაჩერდებოდა. რადგან ამ საქციელით ყველაზე დიდი ტკივილს თავის შვილს მიაყენებდა.
მაგრამ არა…გრძელდება,ისევ ეს გულისამრევი, ადამიანის გასანადგურებელი “ოპერაციები” რომლისთვისაც ქალებს იყენებენ.
გუშინ, იგინებოდნენ, იფურთხებოდნენ…ქალები რობერტ ტურუას გვერდზე…
თეატრიდან მის გაძევებას ითხოვდნენ და ერთი ჭეშმარიტება აღმოვაჩინე. ამ ქალებიდან, თეატრი კი არა…წიგნიც არავის ჰქონდა წაკითხული. თორემ ის საშინელება, რაც იქ დაატრიალეს როგორ შეიძლება ამოსვლოდათ პირიდან.
“მეფე შიშველია”.
სამწუხაროდ, ადამიანები ისე გაშიშვლდნენ რომ მრცხვენია მათ მაგივრად.
რობერტ სტურუამ ეპოქა შექმნა ხალხო..ეპოქა.
ასეთი ადამიანები საუკუნეში ერთხელ იბადებიან და ნუ შეაძულებთ საქართველოში დაბადებას. რადგან თქვენ არ ხართ საქართველო…თქენ ნაგავი ხართ, რომელიც ყოველთვის ზემოთ ტივტივებს და ყველა ადვილად იყენებს, ვისაც დასჭირდება…
თქვენ კი..ბატონო რობერტ…მიუტევეთ, რადგან ასეთები ყველა ეპოქაში არსებობდა. გამძლეობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!