«რუსეთი ოკუპანტია»-ს ჯიუტი გამეორება, მხოლოდ აკანონებს ტერიტორიულ დაშლილობას

სანამ ადეკვატური და არამარიონეტული ხელისუფლება არ გვეყოლება, ჩვენ არაფერი გვეშველება იმიტომ, რომ “ესენი”- ნაცნი, ქოცნი და ძმანი მათნი რუსეთს არ და ვერ დაელაპარაკებიან. მათ უფლებას არ აძლევენ ამერიკელები,  რომლებიც მართავენ თავიანთ ჭკუაზე ამ ქვეყანას.

რუსეთი არის ჩვენი მეზობელი და ამით დამთავრებულია! ამას ვერსად გაექცევა ვერავინ, ისინი, ვინც 80-იანებიდან ელიან რუსეთის დაშლას და ისინიც, ვინც რუსოფობების ახალ ტალღას წარმოადგენენ – თანამედროვე ლიბერასტები. ამდენად, რუსეთთან დასალაგებელია ურთიერთობები, დასანახი და დასაკონკრეტებელია ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები და ამის შემდეგ უნდა “ვივაჭროთ” რუსეთთან. დიახ, არ შემშლია ეს სიტყვა, ვაჭრობაა საჭირო სწორედ, იმისთვის, რომ ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ ფორმით თუ ფორმატით შევძლოთ ცხინვალსა და სოხუმში შესვლა. რუსი თუ მოინდომებს, ამას გაუკეთებს ორგანიზებას ისე, რომ არც აფხაზს და ოსს აწყენინოს და ჩვენც ანგარიში გაგვიწიოს, ოღონდ ამას შიდა ქართლში უკანლის ჩვენებით და “რუსეთი ოკუპანტიას” ჩხავილით ვერ მივაღწევთ! პირიქითაც, სწორედ ესაა გზა, რომელსაც ჩიხში მივყავართ! ამდენი წელი სწორედ ამ გზით დავდივართ და შედეგია „უზარმაზააარი“, როგორც ამას ჩვენი ერთ-ერთი მედროვე პოლიტიკოსი, გუბაზი თუ ზვიად ძიძიგური იტყოდა ხოლმე, აღარ მახსოვს ზუსტად, ან კი რა მნიშვნელობა აქვს…

ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია სწორედაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ეს კი არა და, დღე და ღამე ამაზე უნდა ვმუშაობდეთ, ოღონდაც ეს უმტკივნეულესი თემა რამენაირად დავძრათ ადგილიდან, იმიტომ, რომ სულ ცოტა ხანიც და, ეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიები სამუდამოდ დაიკარგება!

მოკლედ, გონს მოვეგოთ და ლიბერასტების (აშშ-ის) ჭკუაზე ბოდიალს თავი გავანებოთ, თორემ ჩვენივე უმოქმედობით დავაკანონებთ ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას! და კიდევ, რომ არა რუსეთი, აჭარის და კიდევ მთელი რიგი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხეც, რეალობად გვექცევა, თურქეთი მხოლოდ ამას ელოდება, რომ დაიბრუნოს ის, რაც სხვათა შორის, რუსეთის ხელით გადმოგვეცა ჩვენ მე-19 საუკუნეში! სამწუხაროდ, ბევრმა არც იცის, რომ ახალციხე, ახალქალაქი, ფოთი, აჭარა – ბათუმიანად და კიდევ სხვა ტერიტორიები რუსეთმა დიდი ბრძოლების შედეგად წაართვა თურქეთს და რომ არა რუსეთი, ეს ტერიტორიები დღეს ჩვენი არ იქნებოდა – ან ჩვენ კი ვიქნებოდით საერთოდ?!..

აი ეს უნდა იცოდეთ და გესმოდეთ, როდესაც საქართველოს სადღეგრძელოს მიირთმევთ და გაილექსებით ხოლმე… დღესაც ასეა, ეს ტერიტორიები უმალ თურქეთისკენ გადავა, რომ წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი დასუსტდება თუ დაიშლება. ამაზე იფიქროთ, აჯობებს…

 

კონსტანტინე ჩიკვილაძე