ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე გადაწყვეტილება 13 აპრილს გამოაცხადა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეფასება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე ბათუმის მერიის უარის უკანონობისა და რელიგიის ნიშნით მოსარჩელეების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის შესახებ.
სურათზე: აჭარის მეჩეთიზაციის “კორიფეები”: ტ. ნაკაიძე (მარცხნიდან მეორე), ნ. დავითაძე (მარჯვნივ)
ახალი მეჩეთის მშენებლობა ბათუმში, რის წინაპირობაც ხელოვნურად შექმნეს ბრიტანული და თურქული სპეცსამსახურების მიერ მართულმა კოლექტიურმა ტარიელ ნაკაიძეებმა, ასეთსავე ხელოვნურ რე-ისლამიზაციას მოასწავებს აჭარაში. შეგახსენებთ ფაქტოლოგიურ მხარეს:
აჭარაში 2016 წელს ე. წ. “ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი” გამოჩნდა, რომელმაც მთელ აჭარაში 12 ათას ხელმოწერაზე მეტი ვერ შეაგროვა ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით, მაგრამ ეს ხელმოწერები საფუძვლად გამოიყენა და მეჩეთისთვის მიწის გამოყოფის თხოვნით აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიასა და საქართველოს მთავრობას მიმართა. მაგრამ ვინაიდან ბათუმის მოსახლეობის დიდ უმრავლესობაში ახალი მეჩეთის მშენებლობა არაპოპულარული და მიუღებელი საკითხია, აჭარის მთავრობამ და ქალაქის მერიამ საინიციატივო ჯგუფის მიმართვა რეაგირების გარეშე დატოვა. ამის შემდეგ, 2017 წელს, მეჩეთის მოსურნეებმა შექმნეს ა(ა)იპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი“, შეიძინეს მიწის ნაკვეთი და ბათუმის მერიას მიმართეს მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემის თხოვნით. ბათუმის მერიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მეჩეთის მშენებლობის ლობისტებმა “ფონდის” სახელით ბათუმის მერიის უარი სასამართლოში 2017 წელს გაასაჩივრეს. კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენდა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმებაზე უარის თქმის შესახებ“ და „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებების კანონიერება. მოსარჩელე ასევე ითხოვდა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენას რელიგიის ნიშნით და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, ბათუმის მერიისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის დავალებას.
2019 წლის 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია: სასამართლომ დააკმაყოფილა “ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის” სასარჩელო მოთხოვნა და დაადგინა “დისკრიმინაცია რელიგიის ნიშნით” და ბათილად ცნო ბათუმის მერიის უარი მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილებაზე.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. “ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა” კი გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც ბათუმის მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების საკითხი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა. ფონდის სააპელაციო მოთხოვნაა, სასამართლომ პირდაპირ დაავალოს მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილება, რის გარეშეც შეუძლებელია განგრძობადი დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა.
რელიგიის შესახებ კანონის არარსებობის პირობებში სასამართლო, შესაძლოა, მართალიც იყოს, სხვა კანონებიდან გამომდინარე, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლება ამ მხრივ ტრაგიკომიკური ვითარებაშია, როდესაც არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას; არადა, მისი შესრულება არ შეიძლება, ვინაიდან პირდაპირ გზა ეხსნება ხელოვნური ისლამიზაციის ახალ ტალღას საქართველოში! თუმცა, ხელისუფლებას ეს სულ არ ადარდებს – მას ადარდებს მხოლოდ ქართველთა დიდი უმრავლესობის უკმაყოფილება ლეგალიზებული ისლამიზაცია-თურქიზაციით! თორემ, გარანტიას გაძლევთ, ეს მეჩეთი უკვე დიდი ხნის აშენებული იქნებოდა!
შეგახსენებთ, რომ ე. წ. “ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის” ინტერესებს სასამართლოში იცავენ სოროსული ტიპის ულტრალიბერალური ორგანიზაციები, რომლებიც არაერთხელ იქნენ მხილებულნი ანტიეკლესიურ და ანტიმართლმადიდებლურ პოზიციებში: “სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (ყოფილი EMC) და “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი” (TDI).
“ნიუსფრონტი-საქართველო”