შეერთებული შტატები ახალი ანტირუსული სანქციების დაწესების თაობაზე სავარაუდოდ ხუთშაბათს გამოაცხადებს.
აშშ–ის ახალი ანტირუსული სანქციები ქვეყნის სუვერენული ვალის წინააღმდეგ იქნება მიმართული, იუწყება გაზეთი New York Times–ი წყაროებზე დაყრდნობით.
მანამდე სააგენტო „ბლუმბერგმა“ გავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი შეზღუდვებს დაუწესებს რუსეთის თორმეტამდე მოქალაქესა და ოც ორგანიზაციას. გარდა ამისა, ქვეყნიდან გააძევებს ათ დიპლომატს.
ახალი სანქციები აშშ–ის არჩევნებში მოსკოვის სავარაუდო ჩარევისა და SolarWinds–ის მეშვეობით განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო წესდება, რაც ასევე მიეწერება რუსი ჰაკერებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, შეზღუდვებს შეერთებული შტატები ხუთშაბათს გამოაცხადებს.
თავის მხრივ გაზეთი Wall Street Journal–ი წერს, რომ აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოსცემს ბრძანებულებას სავაჭრო ოპერაციების აკრძალვების გაფართოების შესახებ ამერიკული ბანკების მიერ რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციებზე მომსახურების კუთხით.
მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში აშშ-ის კიბერ- და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოების სააგენტომ (CISA), გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და სხვა ამერიკულმა სტრუქტურებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, კომპიუტერული უსაფრთხოების ფირმა SolarWinds-ის კლიენტებზე ჰაკერული თავდასხმის უკან დიდი ალბათობით რუსეთი იდგა.
ვაშინგტონის ვარაუდით, შეტევის მიზანი, რომელიც სამთავრობო დაწესებულებებზე, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროზე, სახელმწიფო დეპარტამენტზე, უსაფრთხოების ეროვნულ ბიუროსა და ასევე ოთხას მსხვილ კომპანიაზე მიიტანეს, სადაზვერვო მონაცემების მიღება იყო. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის ორგანიზატორებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.