შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში ქალს და მცირეწლოვან ბავშვს, რომელიც საბავშვო ეტლში იჯდა მოტოციკლი დაეჯახა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს ცნობითვე, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.