ანრი ოხანაშვილის სიმამრი: კაცი, რომელიც საოკუპაციო საზღვართან შარვალჩახდილი არ დარბის:ხნავს, თესავს და ბაღებს აშენებს

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:

კაცი, რომელიც საოკუპაციო საზღვართან შარვალჩახდილი არ დარბის
? ანრი ოხანაშვილს პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ ტელევიზორში ვხედავ ხოლმე. არც მისი სიმამრის არსებობის შესახებ ვიცოდი რამე გუშინდლამდე.
ეს კაცი ყოფილა, ფოტოზე რომ ხედავთ. ადრე თბილისში უცხოვრია, მერე დედა ვერ მიუტოვებია და სოფელში დაბრუნებულა. მას შემდეგ საოკუპაციო საზღვართან ხნავს, თესავს და ბაღებს აშენებს.
გაიგონეთ?!
ხნავს, თესავს, თესავს, ხნავს, თოხნის, ბარავს, მოსავალს იწევს!
ის საოკუპაციო საზღვართან შარვალჩახდილი არ დარბის!
?
თურმე ამ კაცს ედავებიან, რატომ ხნავ და რატომ თესავო? მიწა რატომ გაქვს, შენი სიძე დეპუტატი როა, სახელმწიფომ ამიტომ გადმოგცაო? არადა, 1990-იან წლებში ჰქონია ნაყიდი. კაკო ბობოხიძე, გიგა ბოკერია, ბუბა კიკაბიძე და მათნაირები რუსთაველზე ავტომატებით რომ დარბოდნენ, ეს ნაკვეთებს ყიდულობდა და მოსავალი მოჰყავდა.
?
გაიგონეთ?!
შარვალჩახდილები, ტერიტორიების დაბრუნებას ტრაკების მიშვერით რომ აპირებენ, ამას ედავებიან, ოხანაშვილი შენი სიძე რათ არიო?
ვახ, კაცოოოო!
რათა ჰხნამ და რათა სთესამო?!
ავოიე!!!
?
ღმერთი, რჯული, არავის არც ,,ვაპრავებ”, არც ვიცნობ, უბრალოდ მიკვირს… თუმცა აღარც მიკვირს!