” სხვის ქვეყანაში ქართველად დავრჩი, სიზმარიც არ მინახავს სხვა ენაზე და შენ, რომელიც ქართულ მიწაზე დგახარ და ყოველდღე ქართულ ცას შეჰყურებ, როგორ ჰყიდი იმ ცას და მიწას?!”

“დემოკრატიისა და ლიბერალიზმის” სახელით

ყოველ წელს, მაისის თვეში, საგულდაგულოდ ემზადება ეგრეთწოდებული ხელისუფლება „დამოუკიდებლობის“ ზეიმის ჩასატარებლად…
ჰო, ცოტა სასაცილოა, ქვეყანა, რომელსაც დამოუკიდებლად არანაირი კანონის მიღება არ შეუძლია, ყოველი წლის 26 მაისს სიხარულით აღნიშნავს „დამოუკიდებლობის“ დღეს.

სასაცილოა ხომ…მე სიმწრით მეღიმება, რადგან ეს იმას ჰგავს, ჩაკეტილი დარბაზიდან გარეთ ხალხს აყურებინო რას ჭამ…რით ერთობი…სად მოგზაურობ…და თან აიძულებ ამ ხალხს შენი ბედნიერებით იკვებოს
და ეს იმყოფინოს!
ვზეიმობთ 26 მაისს და ამ დროს ათასობით ბავშვი შიმშილობს ამ პატარა ქვეყნაში, ათასობით ბავშვი სიცოცხლისთვის იბრძვის.
სამწუხაროდ, ინვესტიციას ეძახის ხელისუფლება იმას, რაც ჩემთვის ქვეყნის დაპყრობაა.
არცერთ ქვეყანაში არ ხდება მიწების უცხოელებისთვის მიყიდვა.
იცით რა ხდება სოფლებში?
აქ,რ ომ დამდგარან და ბრტყელ-ბტყელი “რეჩებით“ გამოდიან ზოგიერთები, სოფელს უნდა მივხედოთ, ზარმაცები ვაღ ქართველებიო.
გლეხს პირუტყვისთვის საძოვარი აღარ დაუტოვეს. მთელი მიწები კერძო პირებს შეასყიდეს და ისინი გლეხებისგან თითო სულ პირუტყვზე 12 ლარს ითხოვენ თვეში, რომ იქ ბალახი მოძოვოს მათმა საქონელმა. სარწყავი წყალიც ფასიანი გახადეს და მოკლეხანში ის თოკი, რომელიც გლეხებს ყელში წაუჭირეს უფრო დაწვრილდება, სუნთქვის საშუალებაც არ მიეცემა ხალხს.
ესაა ხომ „დემოკრატია“ და „თავისუფლება…“
ცოტა სასაცილოა ამ კონტექსტით მისი განხილვა. მაგრამ დემოკრატია ხომ ის ფერადი, ბრჭყვიალა ქაღალდი აღმოჩნდა, რომელშიც ყველანაირი სიბილწე შეიფუთა.
როცა საქართველო დავტოვე, ქალაქი ჩაბნელებული და წყვდიადში ჩაფლული იყო.
წლის და ათი თვის პატარა დავტოვე და მამლუქივით დავადექი უცხო ქვეყნისკენ მიმავალ გზას.
ერთი სიტყვაც არ ვიცოდი არც ინგლისური და ახლაც ვერ ვიკავებ ცრემლებს, როცა მახსენდება ის წუთები.
ჩემი პატარა ბიჭის გაოგნებული თვალები…რომელმაც არ იცოდა დედამ რატომ დატოვა.
დედას კი…წინ ცრელმლიანი, ტკივილიანი გზა ელოდებოდა.
როცა უკან ვიყურები, ვხვდები რომ წერამ გადამარჩინა.
როცა მიჭირდა, გაუჩერებლად ვწერდი…თითქოს ჭრილობიდან სისხლს ვუშვებდი.
ჩვენი უბედურების მიზეზი შევარდნაძე გვეგონა და რატომღაც გვჯეროდა მისი მოცილება საქართველოს ფეხზე დააყენებდა.
მაგრამ…შევარდნაძე დასაწყისი იყო თურმე…
როცა ჩამოვედი, მკითხეს რამდენი წლით ვიყავი ჩამოსული.
ორი-თქო, მობუზულმა ვუპასუხე. დამცინეს. რადგან აღმოჩნდა ყველა ორი წლით იყო ჩამოსული…
საქართველოში დარჩენილებს ვერ ღალატობდნენ და მსხვერპლად შეწირულები, ჰო, მსხვერპლად შეწირულები იძულებულნი იყვნენ დარჩენილიყვნენ და ემუშავათ კატორღულად.
სამი წელი ცრემლი არ შემშრობია. პატარა ბავშვს, ჩემი შვილის კბილას რომ დავინახავდი, ავედევნებოდი და ვტიროდი.
იცით რა მენატრებოდა ყველაზე მეტად?
მისი სუნი, მისი ტკბილი სუნი. ისევ რძე შეუშრობელი რომ დავტოვე.
შევარდნაძის სიკვდილმა არაფერი შეცვალა…თავისი გამოზრდილი ლეკვი დატოვა და რაც მან დააკლო ქვეყანას, იმ ლეკვმა შეუსრულა.
ყოველ წელს დიდი ზეიმს მართავდნენ…დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და ჩვენ, გადმოხვეწილ ქართველებს…ფესვებიდან ამოგლეჯილი ხეებივით გადარჩენა არ გვეწერა.
ტომები დაიწერება იმაზე ალბათ, რაც გადავიტანე ეს წლები. ეს ორი ათეული წელი.
ჩემი შვილი უკვე ჩემს გვერდითაა, მაგრამ სიზმარში ისევ იმ ასაკში ვხედავ, წლის და ათი თვისას, რა ასაკშიც დავტოვე…
ეს მხოლოდ იმ დედას შეუძლია გამიგოს, ვისი შვილებიც მისგან შორს გაიზარდნენ.
ჩემი თაობის დედები მსხვერპლად შევეწირეთ შვილებს. ნებაყოფლობით, ჩვენი სურვილით, რადგან დედა ხომ მზადაა სიცოცხლეც კი გაიღოს თავისი პირმშოს გადასარჩენად.
ამასობაში რაღაც უხილავი ჩადგა ჩვენსა და სამშობლოს შორის.
სიმზარშიც არ მიღალატია ჩემი ქვეყნისთვის…
თავიდან თუ გულში ვსაყვედურობიდ, რატომ მოგვექცა დედინაცვალივით-თქო, მერე მივხვდი, რომ ადამიანები მოექცნენ საქართველოს ცუდად…და ჩემი ქვეყანა არაფერ შუაში იყო…
ჩვენ არ ვიცოდით, რომ მოვიდოდა დრო, სხვა ქვეყანაში გადმოხვეწილი დედები, ძმები, მამები მხოლოდ ფულის წყაროდ იქცეოდნენ, საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც კი…
ჩემს გარშემო რამდენს უღალატა დამ, ძმამ…მეგობარმა.
მეც…
ნახევარ საუკუნეს გადაცილებული, დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ არასოდეს უნდა დაემსგავსო შენს მტერს….რა გინდა მწარედაც არ უნდა გატკინოს. რადგან, გაუთვიცნობიერებლად ეს მისი მისიაა, თავისნაირად გაქციოს.
ვისწავლე იმ ადამიანებისგან გაცლა, ვინც მღალატობდა, მიმეტებდა. და ვცდილობდი სიძულვილი არ გამყოლოდა.რადგან ჯერ კიდევ ბავშვი მივხვდი, რომ სიძულვილი ისევ მე დამაზიანებდა, დამანგრევდა. ამიტომ ვცდილობდი დამევიწყებინა ის ადამიანები, ვინც მიმეტებდა, მღალატობდა…
ის რომ როდისმე სინდისი გაეღვიძებოდათ, ეს მხოლოდ ილუზია იყო.
ვისაც ეს არასოდეს ჰქონია, მასში იმას როგორ გავაღვიძებდი?!
უბრალოდ ვცდილობდი მათ არ დავმსგავსებოდი…
და დავრჩენილიყავი ბოლომდე ადამიანად.
თუმცა ცოტა ძვირი დამიჯდა.
თითქმის მარტო დავრჩი…
მხოლოდ ერთი ვიცოდი…უფალს თითო ნაბიჯით ვუახლოვდები, ყოველი დაკარგული ადამიანის ხარჯზე.
და მივხდი, ერთ დიდი ჭეშმარიტებას, სიმართლე ითხოვს მსხვერპლს…სიცრუეს არ სჭირდება.
სიცრუეში ადამიანები ჯილდოებს იღებენ.
რწმენა ეკლესიებში სირბილი და დაზუთხული ლოცვების უსასრულოდ გამეორება კი არ იყო…პირიქით უფალი საკუთარ სულში უნდა შემომეშვა და სასწაულსაც ბევრს ვნახავდი.
სხვა თემაა, რამდენჯერ მანახა სასწაული საკუთარ თავზე…
ხშირად ვწერ წერილებს…ვიცი, ვერავის გამოვაფხიზლებ, მაგრამ მომაკვდავს რომ სისხლს უშვებენ, იმის ტოლფასია. რომ არ დავწერო მახრჩობს ტკივილი…
ტკივილი, რადგან ვხედავ ქართველები ყველგან ზედმეტად აქციეს, საკუთარ ქვეყანაშიც კი…
„დემოკრატიის“ სახელით ინგრევა და ცამტვერდება ყველაფერი ის, რამაც აქამდე მოგვიყვანა.
რასაც იარაღით ვერ მიაღწიეს, ის ქართველივეს ხელით შეძლეს და ისევ გრძელდება.
ამ პატარა მიწის გასხვისება, გაყიდვა…
რა თქმა უნდა ლამაზად უნდა შეიფუთოს, რომ უმრავლესობამ დაიჯეროს ეს ისევ ქვეყის“სასიკეთოდ“ კეთდება. მაგრამ …
საქართველოში ისევ ქართველი გძულდეს?!
ორად გახლეჩილი, დაჩეხილი…ერთმანეთზე მისეული ხალხი.
რომლებიც მხოლოდ ინსტიქტებით მოქმედებენ.
თუ მიშა არ გიყვარს, მაშინ ბიძინას უკრავ ტაშს…
ან პირიქით.
არ უნდა დაიჯეროს, ან მართლა ვერ სწვდება მათი გონება იმას, რომ ორივე ერთი და იგივე ფილმის ორი სერიაა.
ერთი კანონი თუ მაინც შეცვალა ოცნებამ „კრიმინალად“ შერაცხული პრეზიდენტის?
არა ხომ…პირიქით, ერთგულად გააგრძელა მისი დაწყებული საქმე.
„ევროპული“ კურსი აიღო და არაბებითა და თურქებით გაავსო ქვეყანა. ამ დროს ქართველები კი…ჰო, ორ მილიონამდე ქართველი ქვეყნიდანაა გასული.
ვინ დაბარუნებს?
არც არავინ!
პირიქით, კიდევაც ურჩევნიათ გავიდნენ ქართველები და მათი ადგილი ისევ სხვებს დააკავებინონ.
ჩვენ ხშირად გვერევა ინვესტიცია ქველმოქმედებაში…
ქველმოქმედებიდან სარგებელს არ ელი…ინვესტიციიდან კი ასმაგად იღებ უკან.
ჩემთვის ორივე ერთია. ბიძინას უკან აღტაცებული, მონური სულის მდგარი ბრბო და მიშას ავადმყოფი ქალების ჟრიამულიც.
ქვეყანა არც ჩემიდან იწყება და არც თქვენით!
ხშირად ადამიანებს ეშლებათ. მას რომელი აწყობს, იმით საზღვრავს.
ვინ ვის დროს იყო კარგად.
ქვეყნისთვის რომელი სჯობდა, მაგაზე თუ გიფიქრიათ?
ცოდვაა პატარა ადამიანი. ყოველთვის ვიღაცას ეწებება, რადგან მას ამბიცია აქვს საკუთარი კომპლექსებიდან გამომდინარე. ამიტომაა ამდენი
„ისტი“ ამ პატარა ქვეყანაში.
ესენი ცალ-ცალკე სინათლის წყაროს უხშობენ ქვეყნის მომავალს.
ჩვენი მონობის დამაგვირგვინებელი „ნიღბები“ აღმოჩნდა. ვითომდა ისევ ჩვენზე ზრუნვის გამო, აგვაფარეს და ჰაერიც შეგვიზღუდეს.
გამოჩნდნენ თვითმარქვია ექიმები, ადამიანები, რომლებიც ერთი და იგივეს უჩიჩინებენ ადამიანებს.
ათი წელია ალბათ, აქ ამერიკაში სატელევიზო არხები გამორთული მაქვს.
რადგან მთავარი წყარო სულის მოწამვლის ტელევიზიაა. თავისი დაქირავებული ჟურნალისტებით.
იცით, უწინ დამნაშავეს დააყენებდნენ და მის თავზე წვეთ-წვეთობით ნელ-ნელა ასხამდნენ წყალს.
თუ არ გაგიჟდებოდა ის ადამიანი, ის წვეთი თავის ქალას უხვრეტდა უკანასკნელ შემთხვევაში.
რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი?
ისინი ვინც გაუთავებლად ერთი და იგივეს ისმენთ ტელევიზიებით, გაყინული, გამყინავი ხმით, იგივე ფუნქცია აქვს ამასაც. ექცევით მისი გავლენის ქვეშ.
და მაინც რჩება ამ გაღატაკებულ, გაყიდულ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც ხვდებიან რაც ხდება…
ცოტანი არ არიან, მაგრამ ჩიხში არიან მომწყვდეულნი. რადგან გამოსავალს ვერ ხედავენ.
გუშინ წავიკთხე, თურქებმა განაცხადეს, რომ უფლება ნამოხვანჰესისი აშენების ამერიკისგან ავიღეთო.
მეტი რა გინდათ?
ხელისუფლება უბრალოდ იმ უცხოელების უფლების გამტარებელია. მეტი არაფერი.
ვერ ხედავთ, გახარია თამაშიდან გაიყვანეს, რომ მერე მისთვის დაებრალებინათ ჰექტრობით მიწის გაყიდვა „121 ლარად.“
იქნებ 121 მილიონად?
ხალხისთვის ღალატში აღებული ფულით აპირებთ თქვენი შთამომავლობის გაგრძელებას?
მეცოდებით…
რადგან სხვა სამართალიც არსებობს, რომლის განკითხვა სხვაგან ხდება.
მტერმა ისწავლა ქართველს ისევ ქართველით უნდა მოერიოს. სხვანაირად ვერ მოერევა და ამ პატარა ქვეყანაში რამდენი სულგაყიდული, მოღალატე აღმოჩნდა, გული მტკივა.
მიშისტები, ბიძინისტები…ვაქცინისტები, ანტი ვაქცინისტები…
მიუსიეს ერთმანეთს და თავად თვალსაჩინო ადგილზე სხედან, რომ არ გამოეპაროთ პატარა წვრილმანიც კი.
ვზივარ და ვფიქრობ…
ნუთუ არასოდეს ექნება ჩემს ხალხს ერთი პირი?
ნუთუ არ გამოფხიზლდება დაბანგული ამ ღრმა ძილიდან და „ოპიუმის“ ზემოქმედებიდან?!
საქართველო რაღაცით მაგონებს პატარა მწერს, რომელიც აბლაბუდას ქსელშია გახვეული, გასაქანი არ აქვს და ობობა ბოლო სისხლის წვეთებს სწოვს.
ჩვენ…საქრთველო მხოლოდ ჩვენს შემოღობილ ეზოებში დაგვრჩა და რატომღაც მივეჩვიეთ იმ შემოღობილში ყოფნასა და იმით ტკბობას, რასაც ჩვენს ეზოში ვხედავთ.
როცა შვიდი წლის წლის მერე საქართველოში დავბრუნდი, ყველაზე მეტად იცით რამ გამაოგნა?
ხალხი რაღაცით ჰგავდა იმ ქვეყნის ხალხს, სადაც მიწევდა ცხოვრება.
სიცივით ჰგავდა…
და ეს შეგრძნება ყოველ ჩამოსვლისას უფრო მიმძაფრდებოდა.
ახლა კი გიხაროდენ!
უკვე თითქმის ერთნაირად აქციეს.
თავისუფლება სიგიჟე ჰგონიათ….ქუჩაში როგორც უნდა ისე რომ გაივლიან, ეგ ჰგონიათ.
როგორც ჩვენთან…
თითქოს ქვეყანას რაღაც ჯადოსნური ხსნარი დაასხეს და ყველანაირი უმსგავსოება ზემოთ ამოტივტივდა.
„ თუ ფაშიზმი ოდესმე შემოვა ამერიკაში, ის შემოვა ლიბერალიზმის სახელით“
ეს როლანდ რეიგანმა 1975 წელს თქვა, ერთ-ერთ ინტერვიუში.
უზნეობის, გახრწნილობის ტირაჟირება ხდება ყველგან. გამუდმებით გვიმტკიცებენ, დავიჯეროთ შავი რომ თეთრია.
არ და ვხვდები, რომ თვალში ნაცარს გვაყრიან.
დამძახებელი აღარ დარჩა, „ქუდზე კაციო…“
სიმართლე უკვე იმ თესლის მარცვალს ჰგავს სულ კლდე-ღრეზე რომ ეცემა და გამრავლება არ უწერია.
ჩემმა შვილმა მითხრა დღეს, დედა რა ცუდ დროს მოგვიწია ცხოვრებამო.
თვალები ცრემლით ამევსო და დანანებით ვუთხარი:
ჰო, დედა ადრე მტერი პირდაპირ მოდიოდა, ახლა კი…ზურგიდან გვეპარება-თქო.
ხალხი ამ თურქული სერიალებით უფრო მეტად მოწყვიტეს რეალობას.
მიზანიც ხომ ესაა. სულთანის სიყვარულს დასტირიან …იმ სულთანის, ვინც საქართველოში ბავშვებს ცოცხლად წვავდა და გასაყიდად სტამბულის ბაზრაში ეზიდებოდა.
ჩვენი მიწის უბედურება კი ის იყო, გმირების გვერდით, უამრავ მოღალატეებსაც ვზრდიდით.
აფხაზეთის გამყიდველ შევარდნაძეს დღემდე აფანატებენ, ვაი ქართველები.
სააკაშვილზე ლოცულობენ…
თურქებით რომ გაავსო ქვეყანა.
თურქეთი ჩემთვის ერი არაა….ერი რომ იყო მაშინ საკუთარი მიწის გადასარჩენად ერთი წვეთი სისხლი მაინც უნდა დაეღვარა შენს წინაპრებს.
მაგრამ ისინი ბუნებით მტაცებლები, მომხვეჭელები არიან…ხუთასიოდე წლის წინ დააქციეს კონსტანტინეპოლი და მზამზარეულზე შექმნეს თავიანთი იმპერია. მაგათ არ იციან რაა მიწის ყივილი…ვერც გაიგებენ.
აი ქართველი კი..სულ თავისი სახლისა და მიწის დასაცავად იბრძოდა.
აგვიტეხია მეგობრები ვართო…მაშინ ერთი ეკლესია თუ მაინც დაგიბრუნათ თურქეთმა, ან იმ ეკლესიაში მართლმადიდებლური მსახურება თუ ჩაგატარებინათ?
პირიქით, იქით მოქცეული საქართველო ძალით მოაქცია მუსლიმანებად და ამ დროს საქართველოს ნაწილიც არ დაინდო. როგორ მოხდა და რას უკეთებდა ვინც წინააღმდეგობას უწევდა, ეგ კიდევ სხვა თემაა.
შუაგულ ბათუმში მოლა გაჰყვირის და ეს ბუნებრივად მიაჩნია ბევრს. ახლა რიონის პირას მოინდომებენ მეჩეთის აგებას და ამ დროს ეგრეთწოდებული, ვითომ ჩვენი მთავრობა…ხმის ამოუღებლად მისჩერებია ამ ყველაფერს.
ელოდებიან რას უბრძანებენ ოკეანის გაღმიდან.
მე სხვის ქვეყანაში ისევ ქართველად დავრჩი…სიზმარიც არ მინახავს სხვა ენაზე და შენ?
-შენ, რომელიც ქართულ მიწაზე დგახარ და ყოველდღე ქართულ ცას შეჰყურებ, როგორ ჰყიდი იმ ცას და მიწას?!
ხშირად მეკითხბეიან, რა გადაგვარჩენსო…
იგივეს გეტყვით, ერთ მუჭად შეკვრა, ერთად დგომა.
ნუ ყიდით სამშობლოს გროშებზე…საკუთარ სულს ნუ ყიდით…
ჩვენ სტუმრები ვართ ამ მიწაზე, სტუმრად ყოფნის დროს კი, შეიძლება მასპინძელი არ მოგვექცეს კარგად, ჩვენ კი…ნუ დაგვავიწყდება იქ, ნამდვილ სახლში დაბრუნებულებმა პასუხი უნდა ვაგოთ სიკეთეზეცა და ბოროტებაზეც.
ირმა ბეგლარიშვილი”დემოკრატიისა და ლიბერალიზმის” სახელით
***

ირმა ბეგლარიშვილი