ბანკზე თავდამსხმელმა მძევლად ერთი ადამიანი აიყვანა და მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს

“საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს, 1 პირი ჰყავს აყვანილი, დანარჩენი მძევლები კი გამოუშვა. “კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მასთან მოლაპარაკება სცადეს, თუმცა თავდამსმხელმა ამაზე უარი განაცხდა.

თბილისში, ავლაბარში მდებარე “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზელბული, მათ პერიმეტრიდან მოქალაქეები გაიყვანეს და ტერიტორია თვითელი ლენტებით შემოფარგლეს.

პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და მეტროსადგური ავლაბარი დახურა. თუმცა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით სხვა მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშობას.

 

“რეზონანსი”