მოხუცი ქალი გამოუშვა… შუბლზე მომადო იარაღიო – რას ჰყვება თვითმხილველი

თბილისში, ავლაბარში ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

თვითმხილველი ჰყვება, რომ მას სამი მძევალი ჰყავს აყვანილი.

„ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ სამი მძევალი ჰყავს აყვანილი და დაცვის წევრი. მოქმედი ბანკია, ნაღდად შეიჭრა.

შიგნით იყო მოხუცი ქალი, რომელიც გამოვიდა ბანკიდან და უთქვამს გაუშვიო შვილოო და გამოუშვა, შუბლზე მომადო იარაღიო“, ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი

 

“პრაიმ-ტაიმი”