ავლაბარში, საქართველოს ბანკზე თავმდამსხმელი დაკავებულია

ავლაბარში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია. პოლიციამ თავდამსხმელი ცოტა ხნის წინ დააკავა. ამ დრომდე ბანკთან რჩებიან სამართალდამცველები.

საქართვეოს ბანკში ერთი პირი დაახლოებით დღის 1 საათზე შეიჭრა, მან მძევლებიც აიყვანა, თუმცა პოლიციამ მათი გათავისუფლებაც შეძლეს.

საპატრულო დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განმარტებით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

წყარო: ptn.ge