გასული 24 საათის განმავლობაში მილიარდნახევრიან ჩინეთში, კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დაფიქსირებული შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია.
ჩინეთში კორონავირუსის 15 უსიმპტომო შემთხვევაც დაფიქსირდა, რომელსაც ქვეყანა სტატისტიკაში არ აღრიცხავს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის სულ 90,457 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს 4,636 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
წყარო: itv.ge