“გირჩი” პარლამენტში შედის და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას საკანონმდებლო ორგანოში აპირებს. ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა:
“ოცნებასთან ამ საკითხებზე მოლაპარაკება არანაირად არ გვქონია, ჩვენ, უბრალოდ, “ოცნებას” შევატყობინეთ, ეს თემები წლების განმავლობაში ნასაუბრებია, აქედან 5-ზე ოპოზიციასთანაც გვაქვს შეთანხმებული წინასაარჩევნოდ. ეს ის მნიშვნელოვანია თემებია, რომელზეც პირდაპირ პასუხს მათგან არ ველით. გავაცანით ფორმა თანამშრომლობის და ამ ფორმაზე თანახმანი არიან.
ორშაბათს მივალთ პარლამენტის შენობაში. ორშაბათიდან ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას. 3 წელზე მეტია დარჩენილი ამ პარლამენტის, თუ მას აქვს შანსი შედგეს ფუნქციონალური ორგანო, მნიშვნელოვანია ოპოზიცია შევიდეს და პარლამენტმა მიიღოს ის ფორმა, რა ფორმითაც ის ხალხმა აირჩია, მაგრამ თუ არ შედიან, ამ პარლამენტს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ნება, თუ ეს ნება გამოჩნდება, შევაფასებთ, რომ ეს მართლა პარლამენტია, თუ ეს ვერ დავინახეთ, მაშინ, ჩვენ იქ ყოფნას ექნება “ოცნების” გაპრავების შინაარსი – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
კითხვაზე, ორშაბათიდან იწყებენ თუ არა საპარლამენტო საქმიანობას, ვახტანგ მეგრელიშვილი პასუხობს.
“შეიძლება ასეც ითქვას, ჩვენ ისედაც ამ საქმიანობით ვიყავით დაკავებული, უბრალოდ, სხვა ფორმატში გადავდივართ. თუ შეთანხმება ამ პერიოდის განმავლობაში ხდება “ოცნებას” და “ნაცებს” შორის, თუ მშვიდდება სიტუაცია და ყველანი შემოდიან პარლამენტში და ვიწყებთ საკანონმდებლო საქმიანობას ჩვეულებრივ რეჟიმში, მაშინ ჩვენი ულტიმატუმის ფორმის წინადადება 7 პუნქტიანი აზრს კარგავს. თუ ვერ შედგა შეთანხმება, მაშინ ეს ფორმა იქნება ერთადერთი სწორი ფორმა ჩვენთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ რომელიმე მხარეს ამ ბრძოლაში. ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე საარჩევნო კამპანიაში ვართ ეს ჩვენი კამპანიის ნაწილიცაა, ესაა ყოველდღიური საქმიანობა გირჩის, იმ თემებზე რომელიც გვაინტერესებს, ამ ფორმით ვცდილობთ გავიდეთ შემდეგ საპარლამენტო არჩევენებზეც. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევდივართ, თუ შეთანხმება შედგა, შევდივართ როგორც ყველა, თუ ვერ შედგა შეთანხმება მაინც ვიქნებით ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში და დავიწყებთ ამ გეგმის მიხედვით მოქმედებას. საპარლამენტო საქმიანობით ვიქნებით ჩვეულებრივად დაკავებული, რომელიც არის ჩვენთვის საარჩევნო კამპანიის ნაწილი, ჩვენ ასე შეგვიძლია მხოლოდ მომზადება არჩევნებისთვის” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
წყარო: report.ge