თბილისის რამდენიმე რაიონში, ასევე რუსთავში ელექტროენერგიის რამდენჯერმე გათიშვის მიზეზებზე ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, ენგურჰესზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის იმპორტი სომხეთიდან გახდა საჭირო.
“ენგურჰესზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, საჭირო გახდა სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი. სომხეთის ენერგოსისტემაში შექმნილი ხარვეზის გამო, მათი მხრიდან დღეს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე ადგილი ჰქონდა სისტემათაშორისო ხაზის გამორთვას, რამაც გამოიწვია ქ. თბილისის ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის რაიონების და ქ. რუსთავის მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა.
მოცემული პერიოდისთვის სომხეთის ენერგოსისტემაში არსებული პრობლემა აღმოფხვრილია და საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი შეუფერხებლად ხორციელდება,”- აღნიშნულია ელექტროსისტემის განცხადებაში.