ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში გზავნილს აკეთებს:
რიხიანი კაპიტულაცია ანუ გმირული ჩასვრა! პარლამენტის თავსმჯდომარემ ხელი მოაწერა ე.წ. დანიელსონის ხელშეკრულებას.
სულ რამოდენიმე ამონარიდს მოგაწვდით მსუბუქი განმარტებებით:
1. 20 ივნისის დამნაშავეების სრული ამნისტია ანუ, მელიას დაჭერის “ვაჟკაცობა” სულაც არ ყოფილა გონივრული და სამართლიანი… დიახ, როგორც ნაცებს ჩვევიათ, ისე გასცხეს ცოცხი ტაკოში დაჭერის შემოქმედებს.
ამონარიდი ხელშეკრულებიდან:
“, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.”
2. უბრალო უმრავლესობით დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა აღარ მოხდება. ანუ, ყველა საკითხზე საჭირო იქნება სისხლიან ოპოზიციასთან შეთანხმება! გენპროკურორის დანიშვნაზეც, ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნაზეც და ა.შ და ა.შ.)
ამონარიდი ხელშეკრულებიდან:
“შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.”
3. ნაცდამნაშავეებს, ნაცვლად სასჯელისა და სამართლიანობის აღდგენისა, გადაეცემათ 5 საპარლამემტო კომიტეტი, მათ შორის იურიდიული. ისე, ცნობისთვის, კომიტეტს აქვს კანონით მინიჭებული უფლებები, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის, პარლამენტის სხდომაზე საკითხის გატანის და ა.შ., რომელის გამოყენებითაც ადვილად მოხდება სახელისუფლები კრიზისის გამოწვევა თუ არა, ილუზიის შქმნა მაინც.
ამონარიდი ხელშეკრულებიდან:
“პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი სიიდან:
1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
4. საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი
5. საგარეო საქმეთა კომიტეტი
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!
4. ეს ნაწილი , რომეზეც ახლა შევჩერდები, ხელშეკრულებაში არც კი წერია!!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ადგილობრივ არჩევნებში 40%-ზე ქვემოთ აღებული შედეგის შემთხვევაში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები…
დიახ, აი, ასე… რიგგარეშე არცევნებსაც დათანხმდნენ…
ხელშეკრულების დანარჩენი მუხლებიც კაპიტულანტური და სამარცხვინოა!!!
კობახიძის ვიზიტმა “მეგობრებთან” შედეგი გამოიღო…
თავად, პაატასავით დაიტოვეს “ზალოგში” და სრულიად წარმოუდგენელ, ქვეყნის მტრად ქცეული ოპოზიციისთვის გადააბარებინეს ჩვენი მირთმეული ხელისუფლება…
როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, ავადმყოფი ლოგინიდანაც არ წამოაყნეს, ლოგინშივე გააბახეს!!!
ახლა, მეტყვით, არ გადააბარესო…
გადააბარეს, ჩემო კარგებო, გადააბარეს… მართალია, ჯერ მხოლოდ ნაწილობრივ!
აი, ნახეთ რა წერია ხელშეკრულებაში: “ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს პარლამენტში ძალაუფლების მეტი განაწილების პროცესი”-ო
მეტი გადანაწილებაო… დიახ, გადანაწილებაო!!!
სწორედ ამაზეა ნათქვამი – გმირულად ჩაისვარეს ბიჭებმა!