“სადაც ქართულ, პატრიოტულ საქმეს დაინახავთ, ყველაფერს რუსულს ეძახით!”

 – “ამ რუსეთით უკვე ნუ წაიღეთ ტვინი რა. იქ სადაც ქართულ, პატრიოტულ საქმეს დაინახავთ ყველაფერს რუსულს ეძახით.

 

როგორ, ქართული მიწების არ გაყიდვა და შუაგულ საქართველოში თურქების არ ჩასახლება რუსული საქმეა?! სულ გაყიდული ქართველი უფრო მეტად საშიშია ,ვიდრე მტრად წოდებული რომელიმე ქვეყანა. 30 წელია ამ ქვეყანას ანგრევთ, სუტავთ, ყიდით, და კიდევ სხვისკენ იშვერთ ხელს. სამუშაო ადგილებს არ ქმნით იმიტომ, რომ ხალხის გადინება გაწყობთ ქვეყნიდან. დამოუკიდებელი ქვეყანა– სასაცილოა უკვე ეს სიტყვა. შეჰყურებთ ვინ გადმოგიყრით გროშებს,რომ იმათ დაკრულზე იცეკვოთ. მეცოდება 90 წლების ახალგაზრდობა,თქვენ ჯიბეებს ისქელებთ ამ 30 წლის განმავლობაში ამათ კი ნორმალური ახალგაზრდობა არ ღირსებით.
დაანებეთ თავი გოლეთიანს და პატრიოტულ ქმედებებზე რუსული იარლიყების მოწებებას!”

 წერს ნუნუ ნათელაშვილი, ტელეწამყვან გია აბაშიძის პასუხად, რომელმაც განაცხადა, რომ “რომ ვარლამ გოლეთიანს ხეობა არ ადარდებს და ჩრდილოელი მეზობლის მითითებს ასრულებს.”