აშშ წელს ისტორიულად ყველაზე დაბალი რაოდენობის ლტოლვილს მიიღებს – ბაიდენის განკარგულება.
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც 2021 წელს ისტორიულად დაბალი რაოდენობის, 15 000-მდე ლტოლვილის მიღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა ლტოლვითა უფლებების დამცველებისა და ზოგიერთი „დემოკრატი“ კონგრესმენის უკმაყოფილება გამოიწვია.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი მისაღები ლტოლვილების საბოლოო ზღვარს 15 მაისამდე დააწესებს.
ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ზღვარს, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობა 15 000-მდე შეამცირა 62 500-მდე გაზრდიდა.
წყარო: ptn.ge