ვარლამ გოლეთიანი – მხოლოდ კედლის აღება არაფერს ცვლის, ჩვენ ვითხოვთ გადაადგილების უფლებას!
“რიონის ხეობის გადარჩენისთვის” აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ გუმათში მხოლოდ რკინის კონსტრუქციების აღება არაფერს ნიშნავს.
“ნახევრად კედლის აღება ბუნებრივია არ ცვლის არაფერს ჩვენთვის. ჩვენ ვითხოვთ გადაადგილების უფლებას და ნამახვანში, ჩვენი პროტესტის ძირითად ადგილას დაბრუნებას. ვიდრე გადაადგილების უფლება არ მოგვეცემა ნახევრად აღებული კედელი ჩვენთვის არსებითად არაფერს ცვლის. ბუნებრივია, დაველოდებით პირობების შესრყოებას მათგან” – ამბობს გოლეთიანი.
მისი თქმით, ისინი ელოდებიან ხელისუფლებისგან ნაბიჯს. როგორც აქტივისტი ამბობს, სავარაუდო ვადად დასახელებყლი იყო 3-4 დღე, ამიტომ ისინი ამ პერიოდში ელოდებიან პირობებზე ხელისუფლების პასუხს.
წყარო: ptn.ge