თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა სკოლაში იარონ, უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები

განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, დაიცვან ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა ბავშვებმა სკოლაში სიარული და საკლასო ოთახებში განათლების მიღება შეძლონ.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოების ცნობიერება. თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა სკოლაში იარონ, არ გადავიდეს სკოლები დისტანციურ რეჟიმზე, რამეთუ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია სოციალიზაცია, სკოლაში სიარული, მეგობრებთან ურთიერთობა, საკლასო ოთახებში ჩატარებული გაკვეთილი და ცოცხალი ინტერაქცია, მაქსიმალურად უნდა შევასრულოთ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა ჩვენი შვილები დავიცვათ. განათლების სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვებმა იარონ სკოლაში, მაგრამ ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე”, – განაცხადა დგებუაძემ გადაცემაში „დილის შოუ”.

 

“რეზონანსი”