ჭუბერში თოვლის საფარმა 1.5 მეტრს მიაღწია – მესტიაში გზები ჩაიკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემში თოვლის საფარმა 1.5 მეტრს მიაღწია. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე გზები ჩაკეტილია და მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობას გზებზე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება კი უახლოეს საათებში აღდგება.

 

წყარო: imedi.ge