სპეციალისტი, საერთაშორისო სამართლის საკითხებში, რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
არც ბესო ზანგური ვიცი ვინაა და არც მისი ყოფილი ცოლი, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია და უნდა ითქვას…
1) სულხან მოლაშვილი-” პირადად ბოკერია მაწამებდა”,
ქართული ოცნება-“ბოკერია, შემოდი პარლამენტში”.
2) ვინმე მაყაშვილი-“11 წლის წინ ქმარი(ზანგური) მცემდა”
ქართული ოცნება(წულუკიანი)-“ზანგურმა უნდა დატოვოს თეატრი” და ა.შ.
“ოცნება”: თუ მოლაშვილის “სიტყვის” არ გჯეროდათ და ყურიც კი არ შეგიბერტყავთ, მაყაშვილის “სიტყვა” რატოა ასეთი “ჭეშმარიტება”?!
ქვეყანაში სასამართლო, პროკურატურა და პოლიცია აღარაა საჭირო?!
ძაან რო ულტრა-ლიბერალურ(ჰარვი ვაინშტაინისსეულ) ხიბლში ხართ, ამჩნევთ თუ ვერა?!
ორმაგი სტანდარტი ძაან ქაჯობაა, აი ძაან!!!
პ.ს. ძალადობა დასაგმობია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უნდა იყოს დამტკიცებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ, თუ არადა, ეგერ იყო კაცო კომუნისტური ტროიკა და მისი ჯანი და რას ვერჩოდით?!