ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
ახლა, რასაც დავწერ, 2012-იანელების სამსჯელოა!
იმ ადამიანების, ვისთვისაც მაშინდელი გამარჯვება სიცოცხლეზე მეტი იყო!
ქართული ოცნების დღევანდელმა ლიდერებმა თავისი უგუნურებით იმდენი თხარეს და თხარეს, სანამ მიშელის დოკუმენტი არ გამოთხარეს, რაც ფაქტობრივად სრულ მორალურ და პოლიტიკურ კაპიტულაციას ნიშნავს.
ამ შედეგებიდან გამომდინარე, სრულიად წარმოუდგენელია, როგორ უნდა გააგრძელონ პარტიის ხელმძღვანელობა არსებულმა ლიდერებმა?!
ასეთ ქმედებას შეიძლება ამომრჩევლის ღალატიც დაერქვას. დიახ, ჩვენი, ერთგულების და უღალატოების ღალატი!
ასეთ ვითარებაში, ელემენტარული წესიერება და პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ პარტიის ყრილობა გაიმართოს, სადაც შექმნილ ვითარებაზე და საკადრო საკითხებზე იმსჯელებენ.…და სავალდებულო დათქმა!!! ყრილობას უნდა დაესწროს ყველა დამფუძნებელი!