ასეთი ვაკხანალია და იაფფასიანი სიგიჟე, თუნდაც, რობიკო სტურუას  შემთხვევაში, საბჭოთა საქართველოში იყო შეუძლებელი…- გოგი ლორთქიფანიძე

მწერალი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი ვაკხანალია და იაფფასიანი სიგიჟე, რომელიც დემაგოგიის ზენიტს აღწევს, არაფრად აგდებს ადამიანის პირად სივრცეს და რომლის მაგალითს ვხედავთ, თუნდაც, რობიკო სტურუას და რუსთაველის თეატრის შემთხვევაში, საბჭოთა საქართველოში იყო შეუძლებელი.

უნაკლო ის წყობა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, მაგრამ სიმდაბლეთა ასეთ მწვერვალებს მაინც ვერ იპყრობდა.

ჰოდა, რადგან თქვენ მაშინ ძალიან გსურდათ ეს დასავლური გრანტებით მოპოვებული სამოთხე, კეთილ ინებეთ და შეურიგდით მას.

როგორც ჩანს, დადგა ჟამი და საქართველოსაც გამოუწერეს კურატორებმა ადგილობრივი “ჰარვი ვაინშტაინი”, თორემ ჩამოვრჩით. ნუ, რაც მოგივა დავითაო…
გ.ლ.
P.S. ზუსტად ასეთივე პაუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვგმობ ნებისმიერი სახის ოჯახურ ძალადობას (ისევე, როგორც სპეკულაციებს ამ საკმაოდ ინტიმური საკითხების ირგვლივ), თუმცა, ამგვარი თემების სასამართლო და საჯარო გარჩევას მხოლოდ განსაკუთრებულ და მოუთმენელ შემთხვევებში ვამართლებ. დღეს კი საქმე, როგორც ჩანს, უფრო ოჯახურ ძალადობასთან კი არა, კარგად დაგეგმილ “ნეოლიბერალურ” პოლიტიკურ შოუსთან გვაქვს და არაფერი მეტი. ნეტავ, ეგეც თუა დანიელსონთან შეთანხმებული?
P.P.S. კარგად წარმომიდეგნია, რას იტყოდა დღევანდელ ძალად “ძე შეცდომილებზე” გუშინწინდელი დათა თუთაშხია.