დანიელსონის დოკუმენტი – უკიდურესი ცინიზმისა და კოლონიალური მართვის რეალური სახე –  სოსო მანჯავიძე

სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

დანიელსონის დოკუმენტი არის ერთგვარი კულმინაცია იმ პროცესისა, რომელიც საქართველოში 2003 წლიდან მიმდინარეობს.
საინტერესო აქ ისაა, რომ ახლა უკვე ღიად გამოჩნდა ზემოქმედების მექანიზმები, აქტორთა რეალური მიზნები, უკიდურესი ცინიზმისა და კოლონიალური მართვის რეალური სახე.
2011 წლიდან , როდესაც ჯერ სააკაშვილმა დაიწყო, ხოლო შემდეგ ქართულმა ოცნებამ გააგრძელა ე. წ. საკონსტიტუციო რეფორმა, რასაც საარჩევნო სისტემის რეფორმა მოყვა, ვწერდი და ვამბობდი, რომ ეს ახალი სისტემა არის თავს მოხვეული იმისათვის, რომ ქვეყანა მთლიანად და სრულად გადაიყვანონ გარე მართვაზე.
გარე მართვა კი თანამედროვე იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით არის სრული კატასტროფა, რის მაგალითებსაც უხვად ვხედავთ ყოველდღიურად.
ეკონომიკური ჩიხის, სამართლებრივი აბსურდების, ზოგადად, სახელმწიფოებრიობის სრული მოშლის შედეგები სახეზეა.
მონური, სრულიად უთავმოყვარეო დამოკიდებულება უცხოელი საჰიბების მიმართ საშინლად შეურაცხმყოფელია ისევე, როგორც განუწყვეტელი ჟონგლიორობა რუსული თემით.
ჯერ ხომ ღია ეთერში იძახეს, რასაც გვეტყვით, იმას გავაკეთებთო, თქვენები ვართო, რით გასიამოვნოთო.
ამ ფერება-ფერებაში გაკოჭეს და როცა დასაკლავი დანა კისერთან დაინახეს მაშინღა აღმოხდათ შესაბრალისი საპროტესტო ხმა, რაღაცით დასაკლავი საქონლის ზმუილის მსგავსი, რომელსაც ეგონა, რომ თვინიერი ქცევითა და კურტუმოს ქნევის გამო ასუქებდნენ მისი უსაზღვროდ მოყვარული პატრონები.