“შტანგისტმა” ტალახაძემ ძმები ბერძენიშვილების შვილს უპასუხა

ქართველობა ერთობა “ცნობადი სახეების” “ფეისბუკ-პოსტაობით”. დიდ ხანს არ დასჭირდა ლოდინი ძმები ბერძენიშვილებიდან ერთ-ერთის, დავით ბერძენიშვილის შვილ ზუკას ლოდინი, რომ ‘შტანგის’ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს მისთვის პასუხი გაეცა:

ზემოთ: “კრისტალსპორტის” ფოტომონტაჟი

ესეთ მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია, ძალადობ ან კუნთებზე იყურები. მინდა მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ესეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს. მათ სურთ მაგარი ბიჭები გამოჩნდენ და პიარი გაიკეთონ არა ჯანსაღი კრიტიკით:) – დაწერა ლაშა ტალახაძემ თავის ფეისბუკ-გვერდზე, ზუკა ბერძენიშვილის საპასუხოდ, რომელმაც მანამდე, თავის მხრივ, ტალახაძეს დღევანდელი ხელისუფლების მხარდაჭერისათვის ადამიანობა დაუწუნა.