ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 295 936 გახდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 659 პაციენტი, შედეგად კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა 281 574-ს მიაღწია.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 10 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს ქვეყანაში 3 949 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით 5 650, PCR ტესტით 4 100.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,93%, ბოლო 14 დღის 3,06%, ბოლო 7 დღის 3,58%.
‘რუსთავი2″