საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:
როცა მთელი ჩვენი პოლიტიკური “ვერხუშკა”, სრულ კაპიტულანტურ მორჩილებას გამოხატავს ევროპა/აშშ-ს მიმართ, ვაცნობიერებთ კი, ეს რა სიგნალებს აგზავნის მოსკოვში, ანკარაში, ბაქოში თუ ერევანში?
განსაკუთრებით მოსკოვში და ანკარაში…
როცა ისინი ხედავენ, რომ ჩვენთან ხელისუფლება არალეგიტიმურია, რომ ხელისუფლება პასუხისმგებელია არაა ხალხის წინაშე, არამედ უცხო ქვეყნების ნება-სურვილზე, რატომ უმდა გვცენ ჩვენ პატივი? თუნდაც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას?
მე ასეთი სამარცხვინო, კაპიტულანტური, უღირსი პერიოდი, ბოლო პერიოდის საქართველოს ისტორიაში – არ მახსოვს…
თუ კოლონოური რეჟიმი არ დაემხობა და ქვეყანა არ დაადგება რეალური დამოუკიდებლობის გზას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა თუ ეკონომიკური სტაბილურობა, იქნება მუდმივი საფრთხის, ეჭვის და კითხვისნიშნის ქვეშ და გამოუსწორებელი კატასტროფის მოლოდინში.