მოგიწევთ დილის 6 ზე სირბილი, სპეცრაზმის და პატრულის თანხლებით – ბოკერიას ცოლის ულტიმატუმი

გიგა ბოკერიას მეუღლე, პარტია “ევროპული საქართველო”-ს არაფორმალური მმართველი თამარა ჩერგოლეიშვილი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივი დისკომფორტის შექმნას ჰპირდება:

“ორი ვარიანტი გაქვთ:

1. სწრაფად დადებთ სისტემას, რომელიც მხარდაჭერის პროპორციულ ძალაუფლებას უზრუნველყოფს და იქნებით იმდენი და იმხელა, რამდენიც მხარს გიჭერთ.

ან,

2. სიტუაცია წავა ესკალაციის გზით, სამსახურებში მოგიწევთ დილის 6 ზე სირბილი, სპეცრაზმის და პატრულის თანხლებით. გაზაფხულზე დათბება – ხალხს სახლში ვეღარ შეიყვანთ.

დარჩება იგივე სისტემა.

73 მაჟორიტარულს გადაინაწილებს მთელი ოპოზიცია ისე, რომ ნაცების პირისპირ არ დარჩეთ მეორე ტურებში და მაგის იმედით არ იყოყოჩოთ.

პირველივე ტურში წააგებთ, იმ პირობით რომ ამ არჩევნების შედეგად არჩეული ტექნიკური მთავრობა სამ თვეში, ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ჩაატარებს და ქართველი ხალხის ნება მაინც აღსრულდება.

აბსოლუტური მმართველობების ხანა საქართველოში დასრულდება.

მეორე გზა ქაოტურია.

პირველი ჯობია.

მაგრამ მეორე გზით თუ მოგვიწია წასვლა, ყველაფერს დავდებ, რომ ბიძინა და კალაძე პლახოტნიუკის ბედს გაიზიარებენ.

P.S. ახლა მეორე გზით მივდივართ.”– წერს ჩერგოლეიშვილი.