დღეს საქართველოში შარლ მიშელი ჩამოვა

საქართველოში დღეს შარლ მიშელი ჩამოდის. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა წუხელ მას შემდეგ განაცხადა, რაც ორბელიანების სასახლეში, მის მიერ პარტიებისადმი წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.

მასში მონაწილეობა შარლ მიშელმა დისტანციურად – ონლაინ ჩართვით მიიღო, მხარეთა მიერ ხელმოწერის შემდეგ კი განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია.

„მე ახლა ბრიუსელში ვიმყოფები, თუმცა ჩემი გული საქართველოშია“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელი თბილისში კიდევ ერთხელ ჩამოდის, რათა შეხვდეს პოლიტიკურ პარტიებს და მათთან ერთად განიხილოს ის საკითხები, რომლითაც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უნდა განმტკიცდეს.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად მოაწერეს.

 

“იმედინიუსი”