ახლა კი ნამდვილად დავრწმუნდი, რომ საქართველოს მართავს არა ხალხის არჩეული ხელისუფლება, არამედ …-თეიმურაზ კვარაცხელია

პუბლიცისტი, თეიმურაზ კვარაცხელია სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ახლა კი ნამდვილად დავრწმუნდი, რომ საქართველოს მართავს არა მისი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ ბრიუსელში და ვაშინგტონში მსხდომი გაურკვეველი ხალხის მიერ არჩეული ე.წ. დემოკრატიის ბოსები…
ნამდვილად სირცხვილია, რომ ისეთ ერს, როგორც ქართველებია,
საკუთარი ჭკუითა და გონებით არ შეუძლია ქვეყნის მართვა და გამოსავალს მხოლოდ იმაში ხედავენ, რომ პირდაპირ რომ ვთქვათ “დაუჩოქონ” ჩვენი ეროვნული მენტალობისათვის უცხო პოლიტიკური ინსტიტუტების წარმომადგენლებს და იკადრონ ის, რაც საქართველოს ისტორიაში უკადრია მხოლოდ გამცემლებსა და მოღალატეებს.