გარყვნილი ქმედების ამსახველი ვიდეოკადრები ანა დოლიძეს გადაუგზავნეს – ძალადობა 10-11 წლის ბავშვზე

გარყვნილი ქმედება მოზარდის მიმართ – ვიდეოკადრები, სადაც 10-11 წლის ბავშვი მეგობარს მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ უყვება, სოციალური ქსელის საშუალებით ანა დოლიძემ მიიღო.

მომხდარის შესახებ დოლიძემ პოლიციას შეატყობინა. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ამ ფაქტთან დაკავშირებით დღის ბოლოს განყოფილებაში გამოიკითხა.

სავარაუდოდ, კადრები ზაფხულშია გადაღებული. ვინ გადაიღო და ვინ ატვირთა ვიდეოკადრები ინტერნეტში – გამოძიება მომხდარის დეტალების დადგენას ცდილობს.

“საქართველოს მოქალაქემ ფეისბუქის მეშვეობით ჩამიგდო საკმაოდ შემაშფოთებელი ვიდეო. სამწუხაროდ ეს ვიდეო ეხება ორი არასრულწლოვანი ბავშვის საუბარს. ერთ-ერთი საუბრობს და მეორე იწერს ამ ყველაფერს, ბავშვი ყვება მასზე განხორციელებული გარყვნილი ქმედების შესახებ,”- აცხადებს ანა დოლიძე.