“ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა, რადგან დოკუმენტში კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე საუბარია რ არის” – ასე ეხმაურებიან ექსპერტები ეუთო/ოდირის დასკვნას.
მათი თქმით, დოკუმენტში ნათლად წერია, რომ კანონპროექტი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
სპეციალისტები ხელისუფლებას რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევენ.
“ეს არის ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი დარტყმა იქიდან გამომდინარე, რომ დასკვნა არ ამბობს, რომ ეს კანონპროექტი კონსტიტუციას არ შეესაბამება. იქ ნათლად წერია, რომ ის ბოლომდე შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
თუ ერთიანობა იქნება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ამ საკითხზე, ჩემი აზრით ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა,” – განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ევროპული კვლევების დირექტორმა გიორგი რუხაძემ.
“ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მას ქართველი ხალხი აღარ ენდობა, მსგავს შეფასებებს და დასკვნებს კი დიდი ხანია იგერიებენ იმით, რომ ეს ნაცების შეთხზულია და სიცრუეში აცხოვრებენ დასავლელ პარტნიორებს. ასე რომ ეჭვი მაქვს ამასაც რაღაცნაირად დააიგნორებენ,” – აღნიშნა GIPA-ს რექტორმა თორნიკე შარაშენიძემ.