შავ ზღვაში კასპიის ფლოტილიის, ბალტიისა და ჩრდილოეთის ფლოტების სარაკეტო, საარტილერიო და სადესანტო ხომალდების გადასროლა წარმოაჩენს რუსეთის მზადყოფნას, ოპერატიულად ირეაგიროს ნებისმიერ საფრთხეზე.
თუ შავ ზღვას ჭადრაკის დაფას შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ რუსეთს უფრო მეტი „ფიგურა“ ჰყავს და ისინი შესამჩნევად ეფექტურებია დასავლეთის მიერ შემოთავაზებულ სამხედრო–სტრატეგიულ თამაშში.
კასპიის ფლოტილიის 15 ხომალდისგან შემდგარმა ჯგუფმა 17 აპრილის დილით ყირიმის ხიდქვეშ გაიარა და ქერჩის ყურით შავი ზღვის მონიშნული რაიონისკენ აიღო გეზი.
იმავე დღეს ბოსფორის ყურის გავლით შავ ზღვაში შევიდა ჩრდილოეთის ფლოტის ორი დიდი სადესანტო ხომალდი — „ალექსანდრ ორატოვსკი“ და „კონდოპოგა“. მოგვიანებით მათ ბალტიის ფლოტის ორი ანალოგიური ხომალდი — „კალინინგრადი“ და „კოროლიოვი“ შეემატა. ამრიგად, შვიდი დიდი სადესანტო ხომალდის ჩათვლით, შავ ზღვაში რუსული ხომალდების რაოდენობამ 11–ს მიაღწია, რომელთაც ბორტებზე სამი ათასამდე საზღაო ქვეითია განთავსებული — საშტატო შეიარაღებითა და ჯავშანტექნიკით. თუმცა არც სადესანტო კატარღებია ანგარიშიდან ჩამოსაწერი.
კასპიის ფლოტილიის, ბალტიისა და ჩრდილოეთის ფლოტების ძალები, შავი ზღვის ფლოტთან ერთად, მასშტაბურ მანევრებში მონაწილეობენ. ეს მანევრები პასუხისმგებლობის ზონაში შექმნილი რთული ვითარებითაა გამოწვეული. რუსულ ხომალდებს „ლიბიური სცენარის“ ან „უდაბნოს ქარიშხლის“ მოწყობა შეუძლიათ ორი ათასი კილომეტრის რადიუსში, ანუ აქვთ უნარი, გაანადგურონ აგრესორი ევროპის ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე. მანევრებში ასევე ჩართულია შავი ზღვის ფლოტისა და კასპიის ფლოტილიის საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფები. რუსეთის სამხრეთ–დასავლეთი საზღვრებისკენ ასევე გადასროლილია ორი არმია და სადესანტო ჯარების სამი დივიზია, სამხრეთ სამხედრო ოკრუგის მოიერიშე ავიაცია. ჯარების ყირიმის დაჯგუფება სავარაუდო მოწინააღმდეგის საზღვაო და საჰაერო დესანტთან „ცხელ შეხვედრას“ ამუშავებს ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში.
პასუხი დასავლეთის ზეწოლაზე
აღმოსავლეთ ევროპაში აშშ–ის არმიის სამხედრო სწავლება Defender Europe 21 იწყება, რომელშიც 26 ქვეყნის 30 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. შავი ზღვის რეგიონში აქტიური ფაზა მაისისთვისაა დაგეგმილი. იმ დროისათვის ადგილზე ჩავა ბრიტანული სამხედრო ხომალდები — ესკადრონული ნაღმმზიდი და ნავსაწინააღმდეგო ფრეგატი, რომლებიც ამერიკული გემსაწინააღმდეგო რაკეტა „ჰარპუნებითა“ და Sea Wolf–ის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსებითაა აღჭურვილი. ცნობილია, რომ ბრიტანეთის სამხედრო ფლოტის ხომალდებს შავი ზღვის აკვატორიაში მხარს დაუჭერენ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებული ავიამზიდ „დედოფალ ელიზაბეტის“ ბორტიდან გაშვებული მრავალმიზნობრივი გამანადგურებელ–ბომდამშენი F-35–ები.
დონბასში ვითარების სერიოზული გამწვავების ფონზე რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მ დივანმა ნიკოლაი პატრუშევმა მანამდე განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინას პროვოკაციებისკენ უბიძგებენ ყირიმთან მიმართებაში.
რუსეთის შეიარაღებული ძალები პრევენციულად უჭრის ევროპის სავარაუდო მცველებს ყირიმის სანაპიროსთან და ქერჩის ყურესთან (ხიდთან) მისაახლოებელ გზებს. გეგმურ სამხედრო მანევრებთან დაკავშირებით, რუსეთი 21 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე კეტავს შავი ზღვის რამდენიმე რაიონს უცხოეთის სამხედრო ფლოტებისთვის. საუბარია სამ სანაოსნო უბანზე: ყირიმის სამხრეთ სანაპიროსთან (სევასტოპოლიდან გურფუზამდე), ქერჩის ნახევარკუნძულის სანაპიროებთან და ყირიმის დასავლეთ ნაპირის მახლობლად მდებარე უბნებზე. შევნიშნავთ, რომ ყველა შეზღუდვა რუსეთის ტერიტორიული წყლების შიგნით მოქმედებს და მკაცრად შეესაბამება საერთაშორისო წესებს, არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო ნაოსნობას ქერჩის ყურეში.
უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს სტანდარტულ სწავლებებს, რა დროსაც „კრიზისულ რაიონში“ დესანტირების ამოცანები დამუშავდება, რუსეთი ყირიმის სანაპიროებთან მძლავრი სახომალდე შემტევი დაჯგუფების შექმნით პასუხობს — ზეზუსტი ფრთოსანი რაკეტებითა და „საჰაერო არმადის“ ფორმირებით.
მანამდე შავი ზღვის აკვატორიის თავზე მასშტაბური ერთობლივი სწავლებები გამართეს სამხრეთის სამხედრო ოკრუგისა და შავი ზღვის ავიაციის გამანადგურებელ–ბომდამშენებმა Су-24М–მა და Су-34–მა, ასევე მრავალმიზნობრივმა Су-27СМ–მა და Су-30СМ–ებმა.
შავ ზღვაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დომინირების პირობებში „ევროპის მცველები“ უკიდურესად შეზღუდულები არიან მანევრირებაში. ასე რომ, Defender Europe 21–ის გეგმები გადაიხედება, ხოლო ნატოელი „უფროს პარტნიორების“ ავტორიტეტი დაზარალდება. აქედააა პენტაგონის შეშფოთებული განცხადებები „ნაოსნობის თავისუფლების“ ჩამოშლასთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ ოქტომბერში რეგიონში ვითარება ნორმას დაუბრუნდება.