აშშ-მა დიდ ,,ქვევრს” დაამსგავსა კოლონიად ქცეული ევროპა და პოსტ საბჭოთა ზოგი ქვეყანა…- ალექსანდრე ყანთელაძე 

ალექსანდრე ყანთელაძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ლუკაშენკოს და მის შვილებს უპირებდნენ მოკვლას. გადაარჩინათ ისევ პუტინმა. რუსეთის სპეცსამსახურებმა გახსნეს საქმე, ვიდეო და აუდიო მტკიცებულებების საფუძველზე დააკავეს პოლონეთიდან შესული ამერიკის მოქალაქე(ბელორუსის მოქალაქეობაც აქვს) და მისი ამფსონები.

ამ ამბიდან ნახევარი საათის შემდეგ, გადაფარვის მიზნით ჩეხეთმა 2014 წელს მომხდარი ტერაქტები ვითომ გახსნა, სწორედ იმ დღეს და ჩამდენებად დაასახელა ორი რუსეთის მოქალაქე, ამერიკაში და რიგ ევროპის ქვეყნებშიც, ზუსტად იმავე საათზე გაახსენდათ ნავალნის ციხეში შიმშილობა და ,,უთოც” რომ ჩაერთო კაცს, ყველგან 2014 წლის ჩეხეთის ტერაქტები და არიქა, ნავალნის შიმშილით კლავენო ისმოდა(((…

ქართული მედიაც სიტყვას არ ძრავს მესამე დღეა ლუკაშენკოს და მისი შვილების დახოცვის თემაზე, თითქოს არც მომხდარა…

საინფორმაციო ომს ფაქტია უგებს ამერიკა რუსეთს, მან დიდ ,,ქვევრს” დაამსგავსა მის კოლონიად გადაქცეული ევროპა და პოსტ საბჭოთა ზოგიერთი ქვეყანა. რასაც ,,ჩასძახებთ” ის, მხოლოდ იმას ,,ამოიძახებენ” ისინი…
ეს ყველაფერი უკვე სასაცილო ხდება, მაგრამ შეიძლება გადაიქცეს სატირლად, რადგან შეიძლება ყველა ,,ქვევრს” ერთდროულად ,,გასძვრეს ფსკერი” ისე, რომ ჩამძახებლის ჩაძახებული აღშფოთება და შეშფოთებაც კი ვეღარ ამოიძახონ…